დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
18:15 22.06.2018
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, ელიზაბეტ რუდთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა ასევე განიხილეს ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადება.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარეს 2018 წლის ფისკალური წლის აშშ-ს ბიუჯეტში საქართველოს მხარდამჭერი რედაქციის გათვალისწინებისთვის, რომელიც გმობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობა.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მიულოცა დავით ზალკალიანს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. შეხვედრისას ელიზაბეტ რუდმა დაადასტურა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კურსისადმი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა.





ბეჭდვა