არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში ანასეულის მოსახლეობას შეხვდა
არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში ანასეულის მოსახლეობას შეხვდა
18:01 22.06.2018
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე წყლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ანასეულის მოსახლეობას შეხვდა.
თალაკვაძის თქმით, უახლოეს პერიოდში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე შეხვედრები იგეგმება.

,,რამდენიმე დღის წინ დავპირდი და ახლა შევხვდი ოზურგეთში ჩემს ანასეულელებს. კარგი შეხვედრა გამოვიდა. ხალხმა უბრალოდ და გასაგებად ამიხსნა რა სჭირდება და როგორ შეიძლება ანასეულში წყლის პრობლემის მოგვარება. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ საქმის გაკეთებას. უახლოეს პერიოდში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და საქართველოს მთავრობასთან ვგეგმავ ამ საკითხზე შეხვედრებს’’, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


დეპუტატმა სოციალურ ქსელში აღნიშნული შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დააანონსა და აღნიშნა, რომ წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებაში ჩაერთვებოდა.





ბეჭდვა