საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში დღეს ლიტერატურული პრემია „საბას“ წლის
საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში გამარჯვებული მწერალი ბესო ხვედელიძე თავის ნაწარმოებებს ჩაწერს.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, პროექტის განხორციელება ცოტა ხნის წინ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ავტორები საკუთარ ნაწარმოებებს წაიკითხავენ და მათი ფონოჩანაწერები არქივში, ათწლეულების წინათ ქართველი კლასიკოსი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების აუდიოჩანაწერებთან ერთად შეინახება.
პროექტის ფარგლებში ეროვნული არქივის ფონოსაცავში ლიტერატურული პრემია „საბას“ ყველა გამარჯვებულის, თანამედროვე ავტორების, ასევე, ახალგაზრდა შემოქმედების ჩანაწერები შეინახება.
