ლევან დავითაშვილი: მწვანე ეკონომიკა და გარემოს დაცვის საკითხები ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა
ლევან დავითაშვილი: მწვანე ეკონომიკა და გარემოს დაცვის საკითხები ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა
21:51 19.06.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო განხილვებისას სოფლის მეურნეობის განვითარების და გარემოს დაცვის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის საკითხების პრიორიტეტულობას და განაცხადა რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ მწვანე ეკონომიკის შექმნაა.

„გაერთიანებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების პირობებში, გარემოს დაცვის მიმართულება მნიშვნელოვნად არის გაძლიერებული. უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადი განვითარების პირობებში ეკონომიკის განვითარება არის პერსპექტიული და ამავე დროს ეკოლოგიური ასპექტების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბეჭდვა