ისლანდიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ფარგლებში,
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიასა და ისლანდიაში, გიგი გიგიაძე ისლანდიის პრეზიდენტს, გუდნი იოჰანესონს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში ელჩმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველო-ისლანდიის თანამშრომლობის საკითხებზე. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ლინგვისტისა და მთარგმნელის, გრიგოლ მაჭავარიანის მოღვაწეობას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართულ - ისლანდიური ურთიერთობების გაღრმავების პროცესში. იგი უახლოეს ისტორიაში ისლანდიური ლიტერატურის ერთადერთი ქართველი მთარგმნელი გახლდათ, პირადი მეგობრობა აკავშირებდა ისალნდიის პრეიდენტთან და ისალნდიური ლიტერატურისა და ენის მცდონის რანგში, მტარგმნელობითო მოღვაწეობის პერიოდში არაერთხელ სტუმრობდა ისლანდიას.
ცნობილ ქართველ ლინგვისტს გრიგოლ მაჭავარიანს ღირსების ორდენი გადაეცემა. ისლანდიის პრეზიდენტმა, გუდნი იოაჰნსინმა სურვილი გამოთქვა, რომ დაჯილდოების ცერემონია გაიმართოს ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში. ღირსების ორდენი გადაეცემა გრიგოლ მაჭავარიანის მეუღლეს, ირმა მაჭავარიანს.
