საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების
ციკლის ფარგლებში, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ბრაზილიის დიპლომატიური აკადემიის, რიო ბრანკოს ინსტიტუტის სტუდენტებს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ ახალგაზრდა დიპლომატებთან ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ასევე მიმოიხილა ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველო-ბრაზილიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ღონისზიებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საგამოფენო ექსპოზიციის სახით გაცნობოდნენ ქართულ დამწერლობის ნიმუშებს.
