საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართავს, რომ მათი მთავარი ოპონენტი ხელისუფლება უნდა იყოს და არა "ქრისტიან-დემოკრატები".
გიორგი თარგამაძე სხდომაზე ჯონდი ბაღათურიას კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ოპოზიციონერი კოლეგები რამდენიმე დღეა ცდილობენ უმცირესობა დებატებში ჩაითრიონ.
გიორგი თარგამაძის თქმით, აღნიშნულ მცდელობაზე გამოხმაურებისგან უმცირესობა დღესაც თავს შეიკავებს და უბრალოდ რჩევას მისცემს მათ, რომ ამის დიდი მოლოდინი არ ჰქონდეთ.
ჯონდი ბაღათურიამ სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის წლიური ანგარიშის შემდეგ 1 საათისა და 35 წუთის განმავლობაში თორთლაძე–თარგამაძის გუნდი ისაუბრებს, მის ფრაქციას კი მხოლოდ - 15 წუთი გამოუყვეს.
