საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით,
მას არანაირი კავშირი არ აქვს კომპანია Qnet-თან და მის საქმიანობასთან.
იგი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და მედიაჯგუფ ifact-ის წარმოამდგენლებს ცილისწამებაში ადანაშაულებს.
„ვეხმიანები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შაბათის “კურიერში” გასულ სიუჟეტს, სადაც “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა და ifact-ის წარმომადგენელმა გაავრცელა განზრახ ცრუ, ცილისმწამებლური და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რომ თითქოსდა მე დაკავშირებული ვარ კომპანია ,,Qnet“-ან, და მის საქმიანობასთან, რაც სრული სცრუეა.
მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე ვაცნობე გადაცემის წამყვან ჟურნალისტს, მან განზრახ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია.
ამ კომპანიასთან არასოდეს მქონია და არ მაქვს არანაირი ურთიერთობა და მოვითხოვ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო იმსჯელოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ, რომელსაც ხვალ საჩივრით მივმართავ.
ხოლო შემდგომ, გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციების გამო მივმართავ სასამართლოს “რუსთავი 2”-ის და ჟურნალიტთა ჯგუფის ifact-ის წინააღმდეგ“ - აცხადებს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ შაბათის „კურიერში“ გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, გამომძიებელმა ჟურნალისტთა ჯგუფმა IFACT-მა დაადგინა, რომ ქსელური მარკეტინგის კომპანია QNET-ის უკან “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას ოჯახი დგას. QNET-ის ქსელში საქართველოში ათასობით ადამიანია გაწევრიანებული, მათმა ნაწილმა კომპანიაში ფული ჩადო და დაკარგა.
