ზაზა გაბუნია: "ნაცმოძრაობას" უნდა ესმოდეს, რომ პროვოკაციებით ცხოვრებას ირჩევს სუსტი და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის გამოუსადეგარი პარტია
ზაზა გაბუნია: "ნაცმოძრაობას" უნდა ესმოდეს, რომ პროვოკაციებით ცხოვრებას ირჩევს სუსტი და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის გამოუსადეგარი პარტია
14:12 16.06.2018
"ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ესმოდეს, რომ პროვოკაციებით ცხოვრებას ირჩევს სუსტი და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის გამოუსადეგარი პარტია - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ოზურგეთში მომხდარ ინციდენტს.

ზაზა გაბუნიას თქმით, ოზურგეთის ინციდენტი სწორედ ამის მაგალითია.

დეპუტატის თქმით, პოლიტიკურ პროცესში პროვოკაციული და ძალადობრივი ელემენტების შემოტანა, რასაც ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა". არის უპასუხისმგებლო და მარგინალური გზა.

ამასთან, მოვუწდებთ ყველას არ აჰყვნენ პროვოკაციებს - აცხადებს ზაზა გაბუნია.
ბეჭდვა