კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა ბახტაძის პრემიერობით ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა ბახტაძის პრემიერობით ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება
18:36 15.06.2018
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მინისტრთა კანდიდატების ვინაობა მალე გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, მამუკა ბახტაძის პრემიერობით ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება.

ამის შესახებ კალაძემ სამთავრობო ცვლილებების თაობაზე საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„მინისტრთა კაბინეტზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია და უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის მხრიდან ის ადამიანები, ვინც იქნებიან მინისტრობის კანდიდატები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკას პრემიერობით ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება და ჩვენ შევძლებთ ვუპასუხოთ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში არსებობს“- განაცხადა კალაძემ.

ბეჭდვა