„ახალმა მემარჯვენეებმა" მცხეთა-მთიანეთში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს
„ახალმა მემარჯვენეებმა" მცხეთა-მთიანეთში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს
13:46 18.07.2012
„ახალი მემარჯვენეები" საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობენ. ამჯერად, დავით  გამყრელიძემ კანდიდატები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 3 რაიონში დაასახელა.

მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები „ახალი მემარჯვენეების" რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები არიან.

მცხეთაში მურად ჩხაიძის, თიანეთში ქეთევან გონჯილაშვილის, ხოლო დუშეთში - ვეფხია ბოდაველის კანდიდატურები დასახელდა.

„სამივე მაჟორიტარი კანდიდატი პოლიტიკაშია, რაიონულ ორგანიზციებს ხელმძღვანელობენ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამივე თავის რაიონში დაიბადა, გაიზარდა და დღემდე საქმიანობს. კარგად იცნობენ თავიანთი რაიონის პრობლემებს“ - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

„მემარჯვენეებმა“ გუშინ კახეთის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატებიც წარადგინეს.

ბეჭდვა