თბილისში, ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ნიუსპრესს" "თელასიდან " აცნობეს, გათიშვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
ხვალ, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შუქი არ ექნება აღმაშენებლის გამზირს (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, თვალჭრელიძის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
