პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს
პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს
18:15 14.06.2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატად

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გუშინ გადადგა. მასთან ერთად უფლებამოსილება შეუჩერდა მთავრობის სრულ შემადგენლობას.

 

ბეჭდვა