თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატის
ვინაობა სულ ცოტა ხანში გადება ცნობილი.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„იქნება მსჯელობა პრემიერთან დაკავშირებით და მიღებული გადაწყვეტილება. თუ ვინ იქნება დასახელებული და წარმოდგენილი 5 საათზე იქნება ცნობილი თქვენთვის. არის მსჯელობა გუნდში, არიან კანდიდატურები და ამის შესახებ უახლოეს საათებში იქნება ცნობილი“ - განაცხადა კალაძემ.
