ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, საქართველოს პარლამენტის აპარატს და საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ და საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, სამუშაო შეხვედრების, სემინარების დ კონფერენციების ორგანიზება. პროფესორების, ტრენერებისა და ექსპერტების ჩართულობით, იგეგმება ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და პროექტების ჩატარება.
