პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან
დაკავშირებით, კულტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუას გუშინდელ განცხადებას უსუსურს უწოდებს.
ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში დღეს აღნიშნა.
„ეს არის ძალიან სულმოკლე ხალხის უსუსური განცხადებები“ - აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავს განცხადებებზე სერიოზული პასუხის გაცემას არც თვითონ და არც კოალიციის სხვა წევრები საჭიროდ არ მიიჩნევენ.
კულტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუას თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას მხოლოდ პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად ახორციელებდა.
