საზოგადოებრივი მოძრაობა „ეროვნულები“ საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ იდეურ თანადგომას უცხადებს.
როგორც შეხვედრაზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, „ეროვნულებთან“ იდეური ერთობა მათთვის დიდი პატივია და იმედი აქვს, რომ არჩევნებზე ერთობლივი ბრძოლით შედეგს მიაღწევენ.
„ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს მიეცეს საშუალება საკუთარი არჩევანი თავისუფლად გააკეთოს“-აღნიშნა ალასანიამ.
მისივე შეფასებით, „ეროვნულებთან“ იდეური გაერთიანებით ის წყვეტა აღდგება, რომელიც 90-იან წლებში სახელმწიფო გადატრიალების დროს მოხდა.
შეხვედრა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფისში ამ წუთებში მიმდინარეობს, რომლესაც „ოცნების“ წევრებთან ერთად, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ესწრება.
რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობა „ეროვნულებს“, მას ლიდერები - შალვა ხაჭაპურიძე, სანდრო ბრეგაძე და დავით სოკოლოვი წარმოადგენენ.
