ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, შეხვედრის იმ ფორმატში, რომელიც „ქართული
ოცნების“ ოფისში მიმდინარეობს, პოტენციურად შესაძლებელია ნებისმიერი საკითხის განხილვა მოხდეს.
სერგეენკომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
„შეხვედრის იმ ფორმატში, რომელიც ახლა შედგება უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის, შესაძლებელია პოტენციურად ნებისმიერი საკითხი იყოს განხილული. ამიტომ შეხვედრის შემდეგ მირჩევნია საუბარი“- განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ. რომ მმართველ გუნდში შეხვედრა იმართება, სადაც, სავარაუდოდ, მოსალოდნელ საკადო ცვლილებებზე მსჯელობენ.
