ზვიად კვაჭანტირაძე ტომონორი ჰასეგავას შეხვდა
ზვიად კვაჭანტირაძე ტომონორი ჰასეგავას შეხვდა
22:13 11.06.2018
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოში იაპონიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ტომონორი ჰასეგავას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორი ქვეყნის ხალხებს შორის კულტურულ ურთიერთობებს და სამომავლოდ ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებს. საუბარი ეკონომიკურ კავშირებსაც შეეხო, როგორც ჰასაგავა ტომონორიმ აღნიშნა, იაპონელი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით და ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარებით.


ბეჭდვა