დავით გამყრელიძე მცხეთა–მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
დავით გამყრელიძე მცხეთა–მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
10:00 18.07.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე დღეს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ავტოსადგომთან მცხეთა–მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების შემდეგ „ახალგაზრდა მემარჯვენეები“ აქციას - "არა მონოპოლიებს" გამართავენ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციაში პარტიის ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას.
დავით გამყრელიძემ პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რამდენიმე რაიონში უკვე დაასახელა. გუშინ მან თელავში, კახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.


ბეჭდვა