დავით ზალკალიანმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიანტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
დავით ზალკალიანმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიანტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
18:15 08.06.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD-ის წლევანდელი სტიპენდიანტების საპატივცემულოდ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრულურთიერთობებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა 2017 წლის საქართველო-გერმანიის წლად გამოცხადების მნიშვნელობას, რაც მისი განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს ორქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს.

„განსაკუთრებულია საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. გერმანია რიგით პირველი პარტნიორი სახელმწიფოა ქართველისტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის, დოქტორანტებისათვის და მეცნიერ-თანამშრომლებისთვის სტიპენდიების გამოყოფის კუთხით: გერმანიის აკადემიური გაცვლისსამსახურმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2003 წლიდან დღემდე 1237 სტიპენდია გასცა. მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყნის კულტურისა და განათლების სფეროსწარმომადგენლებს შორის დამყარებული ინდივიდუალური ურთიერთობები კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰაიკეფაიჩი და DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი.

აღსანიშნავია, რომ წელს DAAD-ის სტიპენდია ოთხმოცდახუთმა სტუდენტმა, კურსდამთავრებულმა, დოქტორანტმა და მეცნიერმა მიიღო. ისინი სხვადასხვა სამეცნიერო-აკადემიურდისციპლინებს წარმოადგენენ და 2018-2019 წლებში გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებსა და კვლევით ინსტიტუტებს სწავლისა და კვლევის მიზნით ესტუმრებიან.

DAAD ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო ფონდია მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად 130.000 სტიპენდიას გასცემს გამორჩეული სტუდენტებისა დამკვლევარებისთვის გერმანიასა და მის საზღვრებს გარეთ. DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს.



ბეჭდვა