ზურაბ აბაშიძე - ივანიშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება განცხადებების გაკეთებით მხოლოდ დროს კარგავს
ზურაბ აბაშიძე - ივანიშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება განცხადებების გაკეთებით მხოლოდ დროს კარგავს
19:12 17.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის  შეფასებით, ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებით მხოლოდ დროს კარგავს, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის რეალურად რაც ხდება.

ამის შესახებ აბაშიძემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც რურუამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას მხოლოდ პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად ეწეოდა.

„ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ივანიშვილის მიერ განხორციელებული ქველმოქმედება მის პოლიტიკურ კარიერას დაუკავშიროს, მაგრამ ამის არავის სჯერა. ის ამას თავის ქვეყნისთვის და ხალხისთვის აკეთებდა და მომავალშიც ასე გააგრძელებს“ - აღნიშნა აბაშიძემ.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა ივანიშვილზე საუბრის ნაცვლად, რურუას და ხელისუფლების სხვა წევრებს საკუთარი თავისთვის და საქმისთვის მიეხედათ.

ბეჭდვა