„ქრისტიან-დემოკრატებმა“ მარტყოფის მოსახლეობას პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს
„ქრისტიან-დემოკრატებმა“ მარტყოფის მოსახლეობას პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს
18:56 17.07.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები დღეს მარტყოფში იმყოფებოდნენ.
გიორგი თარგამაძემ, გიორგი  ახვლედიანმა და ლევან ვეფხვაძემ ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და ქდმ-ს სოფლის მეურნეობის განვითარების ათპუნქტიანი გეგმა დეტალურად განუმარტეს.

როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, ქდმ-ს ლიდერები ადგილობრივებს მოთიბვაშიც დაეხმარნენ და სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

„ჩვენ გვაქვს ათწლიანი პროგრამა, რომელიც ყველა ნიუანსს ითვალისწინებს - მიწებისა და წვრილი საგლეხო მეურნეობების მსხვილ კოოპერატიულ მეურნეობებად გარდაქმნას, გრძელვადიან ხელმისაწვდომ კრედიტებს, ახალი ტექნოლოგიების შემოტანასა და უკვე საბოლოო პროდუქტიის რეალიზებას. ამ ყველაფრის განხორციელების შემთხვევაში, ქართული სოფელი ფეხზე დადგება“- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15% აგრარული სექტორის განვითარებაში უნდა ჩაიდოს.

ბეჭდვა