საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს შიდა ქართლის რეგიონს ეწვია.
მერაბიშვილმა გორის ცენტრში მიმდინარე
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და გორის რაონის სოფელ კვარხეთს ეწვია, სადაც ადგილობრივი ფერმერების პრობლემებს გაეცნო.
როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, აუცილებელია შემუშავდეს ახალი კონცეფცია, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გორის ციხეს ტურისტებისთვის და დამსვენებლებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.
რაც შეეხება ხილის მოსავლის რეალიზებას, ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ, რომ მთავარი პრობლემა საწვავის და სასუქის მაღალ ფასებთან ერთად გასაღების ბაზრის მოძიებაა, რაშიც მათ ხელისუფლების დახმარება სჭირდებათ.
