„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელწოდებით - „ხელშეკრულება საქართველოსთან“ დოკუმენტი მოამზადა.
პროექტში ის მთავარი მიმართულებებია ჩამოყალიბებული, რაზეც მმართველი გუნდი მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს.
„ხელშეკრულება საქართველოსთან“ პრეზიდენტის ინიციატივაა და მასზე მუშაობა მთავრობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უკვე დაასრულეს.
როგორც დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მაჯგალაძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები თითოეულ ოჯახში მივლენ და მათ ახლადჩამოყალიბებული მთავრობის ყველა დანაპირებს გააცნობენ. მთავრობის დანაპირებს შორისაა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, უმუშევართა ბაზის შექმნა და ხალხის დასაქმება, ასევე, სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება და სხვა.
