პარლამენტმა ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა დაამტკიცა
პარლამენტმა ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა დაამტკიცა
17:36 06.06.2018
საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირა.
კომისიის შექმნის მომხრე 95, ხოლო წინააღმდეგი 1 დეპუტატი აღმოჩნდა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
კომისია 3 თვის განმავლობაში იმუშავებს და მას „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე უხელმძღავნელებს.
საგამოძიებო ჯგუფის პირველი შეხვედრა ხვალ გაიმართება.


ბეჭდვა