"ქართული ოცნება - ძლიერო ეკონომიკა": კარგია, როცა სოციალური პროტესტი ხდება საფუძველი კონკრეტული შედეგის მისაღწევად და არა გათიშულობის ან აგრესიის პროვოცირების წყაროდ
"ქართული ოცნება - ძლიერო ეკონომიკა": კარგია, როცა სოციალური პროტესტი ხდება საფუძველი კონკრეტული შედეგის მისაღწევად და არა გათიშულობის ან აგრესიის პროვოცირების წყაროდ
17:09 06.06.2018
მეტროს მემანქანეებსა და მერიას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა" განცხადებას ავრცელებს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, თბილისის მერის და გაფიცულების დროულმა და შედეგიანმა შეხვედრამ განაპირობა ერთის მხრივ მეტროს დროული ამუშავება, მეორეს მხრივ არ მისცა არავის ამ თემით საკუთარი პოლიტიკური ქულების დაგროვების საშუალება.

„მივესალმებით მეტროს მემანქანეების და მერიის შეთანხმებულ და საქმიანი კომუნიკაციის შედეგს. კარგია, როცა სოციალური პროტესტი ხდება საფუძველი კონკრეტული შედეგის მისაღწევად და არა გათიშულობის ან აგრესიის პროვოცირების წყაროდ. თბილისის მერის და გაფიცულების დროულმა და შედეგიანმა შეხვედრამ განაპირობა ერთის მხრივ მეტროს დროული ამუშავება, მეორეს მხრივ არ მისცა არავის ამ თემით საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა სახის ქულების დაგროვების საშუალება.

მერმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავი როგორც არა მარტო კარგმა მენეჯერმა, არამედ როგორც გულისხმიერმა ადამიანმა, რომელსაც მართლა გულთან მიაქვს თითოეული დასაქმებულის პრობლემები და არ გაურბის მათთან შეხვედრას და მოსმენას. ამ გაფიცვამ აგრეთვე ნათლად დაგვანახა თუ რამდენად გაიზარდა მოქალაქეების შეგნება და ტოლერანტობა, როცა გაგებით ეკიდებიან მიმდინარე პროცესებს და ჯანსაღად აფასებენ სიტუაციას. მერიის თანამშრომლების, შესაბამისი სამსახურების და მოქალაქეების დამსახურებაა რომ დედაქალაქში არ მოხდა სატრანსპორტო კოლაფსი და გაფიცულებთან მოლაპარაკება წარიმართა ეფექტურად, აგრესიულობის და ნეგატიური განწყობების გარეშე . მადლობა ყველას ამ თემის ასე ადამიანურად და სწრაფად მოგვარებისთვის.



ბეჭდვა