ზაზა გაბუნიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს "უტრეხტის ოქმის რატიფიცირების" თაობაზე ინიციატივა წარუდგინა
ზაზა გაბუნიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს "უტრეხტის ოქმის რატიფიცირების" თაობაზე ინიციატივა წარუდგინა
19:43 05.06.2018
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგინა საკუთარი ინიციატივა საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პარლამენტისთვის „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის “, სარატიფიკაციოდ წარმოდგენის თაობაზე.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, რეკომენდაციის პროექტის შემუშავების მიზეზია საქართველოს სურვილი, შეუერთდეს იმ სახელმწიფოთა რიცხვს, რომელთაც ხელმოწერილი, რატიფიცირებული და ამოქმედებული აქვთ ეს აქტი, რათა უფრო მაღალი სამართლებრივი სტანდარტით იქნეს დაცული მოქალაქეთა ჩართულობის უფლება ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში.



„ამ ნაბიჯით საქართველო ჩადგება იმ ევროპულ სახელმწიფოთა რიგში, სადაც თვითმმართველობა ძლიერი მმართველობითი სისტემაა. ამ ინიციტავით მმართველობა უფრო დაუახლოვდება ხალხს“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.



აღნიშნული საკითხი კომიტეტებში განხილვის შემდგომ მხარდასაჭერად უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება.​
ბეჭდვა