შოტა უტიაშვილი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა
შოტა უტიაშვილი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა
17:26 17.07.2012
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივი  ურთიერთოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
ეს ინფორმაცია „ნიუსპრესს“ პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
შოთა უტიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამდებობა მთავრობასა და სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად დატოვა. უტიაშვილი პარალელურად, ჟენევის კომისიის მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

ბეჭდვა