ბარამიძემ რომში მიმდინარე კონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა
ბარამიძემ რომში მიმდინარე კონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა
16:59 17.07.2012
რომში სტრატეგიული გადაწყვეტილების კვლევის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე  29-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ სიტყვით გამოსვლისას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები განიხილა და 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა.

მისი თქმით, ომის წარმოების ისტორიაში პირველად - 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს კონვენციური ომის მეთოდების პარალელურად, რუსეთმა გამოიყენა კიბერ ომის წარმოების მეთოდები, რომლის მიზანიც იყო საქართველოს თავდაცვის, სახელისუფლებო, ეკონომიკური და სხვა ინფრასტრუქტურის პარალიზება.

გიორგი ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და აღნიშნა, რომ რუსეთი ნაცვლად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა, კვლავ აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტი დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე, რათა აიძულოს რუსეთი გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ბარამიძის განცხადებით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველო განაგრძობს ქვეყნის დემოკრატიულ, თანამედროვე სახელმწიფოდ ტრანსფორმაციას და თანმიმდევრულად მიიწევს წინ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, რისი ნათელი დადასტურებაც ნატო-ს ჩიკაგოს სამიტი იყო.

ამასთან, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ბარამიძემ შეხვედრები გამართა მონტენეგროს თავდაცვის მინისტრ მილისა პეჯანოვიჩ-დურისიჩთან, ნატო-ში დიდი ბრიტანეთის მუდმივ წარმომადგენელთან მარიოტ ლესლისთან. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიცე პტემიერის სხვა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც.

ბეჭდვა