საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას რეფორმების ექსპორტი აღიზიანებს.
"არ ვიცი რატომ აღიზიანებს ბატონ ლევანს ან ვინმეს საქართველოდან რეფორმების გადაღება. ნამდვილად საამაყოა და კარგია როცა ჩვენს გამოცდილებას სწავლობენ. რეფორმების სააგენტო იმიტომ იქმნება, რომ ამ რეფორმების შესწავლის მიზნით საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან," – აღნიშნა მან პარლამენტის სხდომაზე.
ცისკარიშვილის თქმით, ეს საქართველოს რეპუტაციისთვის ძალიან დადებითია.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "ქრისტიან–დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით მთავრობას აზრები დაუწუნა და აღნიშნა, რომ ისინი თანდათან მარქსისტებს ემსგავსებიან.
მთავრობის ინიციატივით, საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო შეიქმნება, რომლის მთავრი მიზანი ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იქნება.
