„სილქ ტვ“-ის აბონენტებს „სილქ საფულეზე“ 200 ლარამდე სესხით სარგებლობის საშუალება ეძლევათ
„სილქ ტვ“-ის აბონენტებს „სილქ საფულეზე“ 200 ლარამდე სესხით სარგებლობის საშუალება ეძლევათ
14:16 17.07.2012
„სილქ ტვ”-ის აბონენტებს, რომლებსაც სატელევიზიო სერვისი მინიმუმ 3 თვის გააქტიურებული აქვთ, “სილქ საფულეზე“ 200 ლარამდე სესხით სარგებლობის საშუალება ეძლევათ.

როგორც „ნიუსპრესს“ „სილქ ტვ“-დან აცნობეს, ერთი თვის განმავლობაში, მომხმარებელმა შესაძლებელია აითვისოს 50–დან 200–ლარამდე სესხის თანხა ერთიანად ან ტრანშებად. სესხის დაფარვა პირველი ათვისებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მოხდეს.

მოქმედებს სესხის დაფარვის 10 დღიანი საშეღავათო პერიოდიც, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელს სესხით სარგებლობის საკომისიო არ ერიცხება. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ აბონენტს სესხით სარგებლობის საკომისიო დაერიცხება, ხოლო ვადაგადაცილების შემთხვევაში - ერთჯერადი ჯარიმა. სესხით სარგებლობის შესახებ განაცხადის გაკეთების მომენტისთვის მსესხებელი არ უნდა ირიცხებოდეს მოვალეთა რეესტრში.

„სილქ საფულე“ სილქტივის ელექტრონული მომსახურებაა, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა კომუნალური გადასახადების გადახდა, „სილქნეტის“ და სხვა სერვისპროვაიდერების დავალიანების დაფარვა, საფოსტო გზავნილების, საპატრულო ჯარიმების, სასწავლო დაწესებულებების გადასახადების გადახდა.

ბეჭდვა