ზაზა გაბუნია: ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც სიმშვიდის და სამართლიანობის განცდას მოუტანს ხალხს
ზაზა გაბუნია: ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც სიმშვიდის და სამართლიანობის განცდას მოუტანს ხალხს
17:27 31.05.2018
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, მზად არის გამოიყენოს ყველა ბერკეტი როგორც პარლამენტარმა და როგორც მოქალაქემ სარალიძეების თანადგომისთვის.

"იქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რაც არის პარლამენტის ხელთ არსებული ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი. ამით, როგორც ხალხის ხელისუფლება, ვდგამთ საჭირო ნაბიჯს ხალხის მიმართულებით, იმისთვის რომ ბუნდოვანების წინააღმდეგ იყოს სინათლე, კითხვების წილ იყოს პასუხები."- განაცხადა გაბუნიამ.






ბეჭდვა