საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის
აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლისაბონში საზეიმო მიღება გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ბეშიძემ. ელჩმა ყურადღება გაამახვილა პორტუგალიასთან ორმხრივ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებს.
საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ პორტუგალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ლისაბონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის, არასამთავრობო ცენტრების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
მიღების ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და ვიდეო-რგოლის ჩვენება.
