შინაგან საქმეთა სამინისტრო დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს
11:17 31.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს და სამინისტროს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს.

საზეიმო ღონისძიება დღეს, 31 მაისს, 17:00 საათზე, ლისის ტბის ტერიტორიაზე გაიმართება.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლისის ტბის ტერიტორიაზე სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის სპეცტექნიკას და აღჭურვილობას წარმოადგენს.

ღონისძიება კონცერტით დასრულდება.

ბეჭდვა