დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის ერთობლივი კომუნიკე გაფორმდა
დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის ერთობლივი კომუნიკე გაფორმდა
19:54 30.05.2018
დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის ერთობლივი კომუნიკე გაფორმდა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს.

კომუნიკე ასევე, მოიცავს ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურებას და საერთო ინტერესებისა და ღირებულებების დაცვის მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის გამოხატვას ადასტურებს.

ბრიტანული მხარე საქართველოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს, სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის დაგმობის გამო.
ბეჭდვა