მანჯგალაძე - NDI-ს კვლევების შედეგები მმართველ პარტიას მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს
მანჯგალაძე - NDI-ს კვლევების შედეგები მმართველ პარტიას მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს
12:57 17.07.2012
პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე NDI-ს კვლევების შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიისადმი ხალხის მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მმართველი პარტიის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.

„ჩვენი ამოცანაა აქტიურად ვიმუშაოთ უმუშევრობის დაძლევის პრობლემაზე, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანდაცვა და დავეხმაროთ ქართულ სოფელს“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ამ კუთხით საინტერესოა პრეზიდენტის ინიციატივა - ხელშეკრულება საქართველოსთან, რომლის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები თითოეულ ოჯახში მივლენ და მათ ახლადჩამოყალიბებული მთავრობის ყველა დანაპირებს გააცნობენ.

ამასთანავე, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში ჯანდაცვის პოლისების დარიგება.

მისი თქმით, პრეზიდენტმა გუშინ, მითითებები მისცა შესაბამის უწყებებს და ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სახის ხარვეზის გამოსწორების მიზნით.



ბეჭდვა