მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნების თარიღი უახლოეს მომავალში დასახელდება
მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნების თარიღი უახლოეს მომავალში დასახელდება
12:47 17.07.2012
საპარლამენტო არჩევნების თარიღი უახლოეს მომავალში ოფიციალურად გახდება ცნობილი.

ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„არჩევნების თარიღზე დღეს ვერაფერს გეტყვით. თუმცა, უახლოეს მომავალში, ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურად გაჟღერდება“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტმა არჩევნები შესაძლოა, 5 ოქტომბრისთვის დანიშნოს.

ბეჭდვა