პრეზიდენტი საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად ჩატარების შესახებ პატრიარქის ინიციატივას იზიარებს
პრეზიდენტი საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად ჩატარების შესახებ პატრიარქის ინიციატივას იზიარებს
12:45 17.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება და იზიარებს საქართველოს ეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქის პოზიციას, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მშვიდობიან გარემოში წარმართვის თაობაზე.

როგორც დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მთავარი ამოცანაა არჩევნების ღირსეულად ჩატარების უზრუნველყოფა, სამართლიანობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვით.

„ამ მხრივ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა, რომელიც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თამაშის წესებს უწესებს და საარჩევნო კამპანიის მთელ პერიოდში თანაბარ პირობებს სთავაზობს“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტი მოხარულია, რომ პოლიტიკურ პარტიათა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაიზიარა და მზადყოფნა გამოთქვა შეუერთდეს აღნიშნულ ინიციატივას.

ბეჭდვა