პარტია "თავისუფლი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ხელისუფლებაში დარჩენა გადაწყვეტილი აქვს, თუმცა რა ფორმით, ეს ჯერ დაუდგენელია.
როგორც მან "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. მისი ეს ქმედება ვლადიმერ პუტინის ქმედების ანალოგიური იქნება.
"მან შესაძლოა დაიკავოს პარლამენტის თავმჯდომარის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტიც. დარჩენა ნამდვილად გადაწყვეტილი აქვს" - აცხადებს კუკავა.
ამასთან, კუკავას განცხადებით, მან ზუსტად იცის რაზე ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში გამოსვლისას.
"საუბარი იქნება იმაზე, რომ საქართველო არ ჩამოიშალა და პუტინის მიზნები არ გამართლდა, რომ საქართველო არსებობს და ვითარდება, თუმცა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია,"- აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი.
