პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
11:23 29.05.2018
პარაგვაის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესში) პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ელჩ ფედერიკო გონსალესს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდა პარაგვაიში საქართველოს საპატიო კონსული, კონრადო პაპალარდო.

პარაგვაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა აგრეთვე შეხვედრები გამართა პარაგვაის სენატის თავმჯდომარესთან, პარაგვაის ყოფილ პრეზიდენტთან, ფერნანდო ლუგოსთან და პარაგვაის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან.


ბეჭდვა