„ქართული ოცნება“ თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებს 19 ივლისს დაასახელებს
„ქართული ოცნება“ თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებს 19 ივლისს დაასახელებს
11:33 17.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 19 ივლისს დაასახელებს.
ამის შესახებ დღეს კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომელმაც რეგიონის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.
მას თბილისის კანდიდატებიც დღეს უნდა დაესახელებინა, თუმცა, გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და საქართველოს 12 რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა. აქედან, ფოთიდან კენჭს ეკა ბესელია იყრის, გურჯაანიდან მსახიობ გივი ბერიკაშვილის შვილი რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი, თელავიდან - ეკონომისტი გელა სამხარაული, ბათუმიდან - მურმან დუმბაძე, ქობულეთიდან - ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშის და ფატი ხალვაში და სხვა.


ბეჭდვა