ენერგოვაუჩერების 30% დარიგებულია
ენერგოვაუჩერების 30% დარიგებულია
13:47 28.02.2012
ენერგოვაუჩერების დაახლოებით 30% უკვე დარიგებულია. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერების დარიგება მოსახლეობისთვის გასულ კვირაში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის თქმით, ვაუჩერი წელს 1 მლნ 200 ათასამდე ოჯახს გადაეცემა.

ვაუჩერიზაციის დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან 25 მლნ ლარი გამოიყო.

ბეჭდვა