საქართველოს საელჩო აშშ-ში, რომელიც ასევე კანადაშია აკრედიტებული, ბაჰამის თანამეგობრობასაც დაფარავს.
ამის შესახებ ცვლილება საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხაში პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით შევიდა.
გარდა ამისა, ცვლილება შეეხო საქართველოს საელჩოს ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომლეიც ასევე პერუს რესპუბლიკას, ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოს, ეკვადორის რესპუბლიკას, სურინამის რესპუბლიკას, კოლუმბიის რესპუბლიკასა და გაიანას კოოპერაციულ რესპუბლიკაში დაფარავს.
აღნიშნული ცვლილება უკვე ამოქმედდა.
