მამუკა ბახტაძე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
მამუკა ბახტაძე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
13:15 26.05.2018
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღესა და პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს ულოცავს.

„ყველას გილოცავთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან -დამოუკიდებლობის დღეს. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღე-26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე! ზუსტად 100 წელი გავიდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. გისურვებთ ერთიან, დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.


ბეჭდვა