პრემიერმა ჟან-კლოდ იუნკერს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
პრემიერმა ჟან-კლოდ იუნკერს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
11:29 26.05.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი იმყოფება.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სტუმარს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ხაზი გაუსვა ქვეყნის მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის დასავლური კურსის ერთგული რჩება.

ბეჭდვა