თესალონიკში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
თესალონიკში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
10:46 26.05.2018
საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საბერძნეთში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება.



მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს გენერალურმა კონსულმა მუხრან გულაღაშვილმა.



ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტოებისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოების, ასევე, ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენები.



ანსამბლმა „სულიკო“ შეასრულა საქართველოს ჰიმნი და ქართული მრავალხმიანი სიმღერები, თესალონიკის ქართული ცეკვის ანსამბლებმა „მამული“ და „ფესვები“ კი ქართული ხალხური ცეკვები.



მიღებას ესწრებოდნენ თესალონიკის მერი იანის ბუტარისი, თესალონიკში განთავსებული საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ბერძნული ეკლესიის სასულიერო პირები, ჩრდილოეთ საბერძნეთში მოღვაწე ბიზნესმენები, ადგილობრივი პრესისა და ტელევიზიის, განათლებისა და კულტურის, ასევე, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.



გენერალური საკონსულო სტუმრებს ქართული ღვინითა და ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდა.


ბეჭდვა