თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
10:29 17.07.2012
თურქეთში საქართველოს მოქალაქე, 35 წლის გიორგი წუღაძე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ცხედარს ტრაპზონის საავადმყოფოში ექსპერტიზა უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, წუღაძე რიზეში ჩაის პლანტაციაში მძიმე პირობებში მუშაობდა, როდესაც იგი მოულოდნელად ცუდად გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

ბეჭდვა