სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიება ეძღვნებოდა
საქართველოს დამოუკიდებლობისდღესა და საქართველოს პირველი დემოკრატიულირესპუბლიკის გამოცხადების მე-100 წლისთავს.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ბექაიამ. მან ისაუბრა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების, ოკუპირებული ტერიტორიების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და სლოვენიასთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.
საზეიმო მიღების ფარგლებში მოეწყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება.
აღსანიშნავია, რომ მიღებას ესწრებოდნენ სლოვენიის მთავრობის, პარლამენტის, კულტურის, ხელოვნების, ბიზნესის, მედიის, სლოვენიაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მ.წ. 25-26 მაისის ღამეს, სლოვენიის დედაქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა - ლიუბლიანის ციხესიმაგრე, საქართველოს დროშის ფერებში განათდება.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100 - ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.
