შვედეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
შვედეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
16:04 25.05.2018
სტოკჰოლმის ისტორიის მუზეუმში, ბაროკოს დარბაზში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ. ელჩმა ისაუბრა საქართველო-შვედეთის ურთიერთობებზე და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა შვედეთის თავდაცვის მინისტრი პეტერ ჰულტქვისტი. მინისტრმა ქართველ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შვედეთის მტკიცე მხარდაჭერა.

საზეიმო მიღება მუსიკალურად გააფორმა „ქ. სტოკჰოლმის წმინდა გიორგის გუნდმა”.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ შვედეთის ხელისუფლების, საინვესტიციო სააგენტოების და სავაჭრო პალატების წარმომადგენლები, შვედეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, კულტურული მოღვაწეები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.



ბეჭდვა